ზამთარში ბარელი ნავთობის ფასმა, შესაძლოა, $90-ს მიაღწიოს - Goldman Sachs

თუ ზამთარი ჩვეულებრივზე ცივი აღმოჩნდება, ნავთობის ფასმა ბარელზე, შესაძლოა, 90 აშშ დოლარს მიაღწიოს. Goldman Sachs–ის საქონლის კვლევის ხელმძღვანელმა, ჯეფ კარიმ განაცხადა.

აღნიშნული პროგნოზი 10 დოლარით მეტია ბანკის წინა  პროგნოზზე. 

კარის თქმით, ნავთობზე მოთხოვნის ზრდა ხელს შეუწყობს როგორც „შავი ოქროს“ მსოფლიო წარმოების შემცირებას, ასევე ევროპაში გაზის მიწოდების შემცირებას.

Brent–ის ნავთობის ფასი ბარელზე 75,92 აშშ დოლარს შეადგენც, რაც 2%-ით მეტია წინა სავაჭრო სესიასთან შედარებით. ხოლო, WTI  71.98 აშშ დოლარი ღირს.