ზეთი ბოლო 1 წელში 24.5%-ით გაძვირდა

ზეთი და ცხიმი როგორც თვიურ, ისე წლიურ ჭრილში გაძვირებულია. ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მიერ დღეს განახლებულ ინფლაციის მიმოხილვაში.

წლიურ ჭრილში ზეთი და ცხიმი 24.5 პროცენტითაა გაძვირებული.

2021 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.9 პროცენტი შეადგინა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.