25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 03:08დან - 05:54 მდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

სტიქიურად მოქმედებთ და არ გაწუხებთ არანაირი შეზღუდვები, არავითარი ნორმები. მოჭარბებული ენერგია სასურველია ფიზიკურ აქტივობებში დახარჯოთ და ეცადეთ გათავისუფლდეთ იმ თვისებებისგან, რომელიც პრობლემებს გიქმნით.

კურო

შეგიძლიათ თამამად შეიძინოთ საყოფაცხოვრებო ნივთები, გადაახალისეთ გარემომცველი სივრცე, შეიტანეთ ნათელი მზის ფერები და შეიქმენით კომფორტი.

ტყუპები

ელოდეთ ცნობილ ან გავლენიან ადამიანებთან ნაცნობობას, შესაძლოა საინტერესო პერსონაჟებთან ერთად მგზავრობაც მოგიწიოთ, ეს ნაცნობობა საკმაოდ შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი იქნება.

კირჩხიბი

დღე ბევრადაა დამოკიდებული თქვენს განწყობაზე, თქვენი სიმკაცრითა და გულცივობით არა მხოლოდ ადამიანებს დააფრთხობთ, არამედ ნეგატიურ ენერგოველში მოექცევით, რასაც გარკვეული სირთულეები მოჰყვება.

ლომი

დღე სიმშვიდით ნამდვილად არ გამოირჩევა, შესაძლოა სახლში თავს ხელ-ფეხშეკრულად გრძნობდეთ, თქვენი მზის ენერგია აქტიურობისა და თავისუფლებისკენ ისწრაფვის. აავსეთ თქვენი და ირგვლივმყოფთა ცხოვრება ოპტიმიზმითა და პოზიტივით.

ქალწული

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, ნუ გადატვირთავთ თქვენს ორგანიზმს მძიმე საკვებით, მეტი დაისვენეთ, კარგად გამოიძინეთ, მოერიდეთ ნეგატიურად მოაზროვნე ადამიანებს.

სასწორი

ენერგო-ტონუსის ასამაღლებლად საჭიროა ცხოვრებაში მეტი მრავაფეროვნება შეიტანოთ, სიახლეებს რომლებსაც ადრე გეგმავდით ახლა იოლად განახორციელებთ.

მორიელი

იაქტიურეთ, დაისახეთ მიზანი, მონაწილეობა მიიღეთ კონკურსებსა და ღონისძიებებში, ეს პერიოდი ხელს გიწყობთ კარიერული კუთხით განვითარებაში.

მშვილდოსანი

ნუ აჰყვებით შიშებს, ეს მხოლოდ პრობლემებს შეგიქმნით და ბევრს დაკარგავთ, პირიქით დღეს ცოტა აგრესიულიც შეგიძლიათ იყოთ, რათა მყარად დაიცვათ საკუთარი პოზიციები.

თხის რქა

დღეს მეტ მნიშნელობას ანიჭებთ სხვათა მოსაზრებებს საკუთარი თავის შესახებ, გამაღიზიანებელია თქვენსკენ მომართული მზერა და ნებისმიერი სახით გამოხატული ინტერესი. დაისვენეთ მეგობრების წრეში, ახლა ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ.

მერწყული

სწორად გადაანაწილეთ დრო და ენერგია, როგორც საქმიან ასევე პირადი ურთიერთობების საკითხებში. მეტი სერიოზულობთ მოეკიდეთ საკუთარ ჯანმრთელობას. ქრონიკული დაავადებების გამწვავების ალბათობა მატულობს.

თევზები

დღეს ჯობია მოერიდოთ მცხუნვარე მზის სხივებს, რათა თავიდან აიცილოთ კანის პრობლემები და ალერგია. დაისვენეთ და ეცადეთ დღე თქვენთვის საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ.