28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 04:46 დან - 12:45 მდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

მნიშვნელოვანი ამოცანის შესასრულებლად აუცილებელი იქნება მოიძოთ მოკავშირეები კოლეგებს შორის, გაერთიანებული ძალებით და თქვენი შეუპოვრობით საქმეს წარმატებით გაართმევთ თავს.

კურო

თავი შეიკავეთ ინიციატივის საკუთარ თავზე აღებისგან, დღეს გაგიჭრდებათ ნებისმიერი სიტუაციისა თუ ადამიანების მართვა. მოთმინება და ძალების დაზოგვა ამ ეტაპზე ყველაზე მომგებიანი იქნება.

ტყუპები

ნუ იწუწუნებთ და ნუ მოითხოვთ საკუთარი თავისგან მეტისმეტს, წვრილმანი პრობლემები ადვილად მოგვარდება, მიჰყევით თვითდინებას.

კირჩხიბი

მაქსიმალური ყურადღების კონცენტრაციაა საჭირო, რათა ხარისხიანად შეასრულოთ თქვენი საქმიანი ვალდებულებები. მცირეოდენი უყურადღებობაც კი მნიშვნელოვნად დააქვეითებს შრომის შედეგებს და ზიანს მიაყენებს შემოქმედებით პროცესს.

ლომი

იმხიარულეთ და გაილამაზეთ ცხოვრება, თქვენი ამაღლებული განწყობით დღეს ყველას გააოცებთ, დადებითი მუხტით აავსებთ და სასიკეთოდ იმოქმედებთ ირგვლივმყოფებზე.

ქალწული

მაინცდამაინც დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ ზოგიერთ მორალურ თუ ეთიკურ ნორმებს. ნება მიეცით საკუთარ თავს საზღვრებს მიღმა გაშალოს ფრთები და აისრულოს მცირეოდენი სურვილები.

სასწორი

როგორც არ უნდა შეეწინააღმდეგოთ, ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში მაინც შემოვა, იყავით მზად მოულოდნელობებისთვის და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას იმოქმედეთ შეუპოვრად.

მორიელი

თავი შეიკავეთ მოსალოდნელი კონფლიქტისგან, აკონტროლეთ თქვენი სიტყვები და ემოციები, არაფერს კარგს არ მოგიტანთ ახლობლების განაწყენება, ბოდიშის მოხდით კი ადამიანების კეთილგანწყობას ვერ დაიბრუნებთ.

მშვილდოსანი

დღეს ფორტუნა თქვენს მხარესაა, შესაძლოა არაერთ სასიკეთო სიტუაციაში აღმოჩნდეთ, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობები და ნუ მოინდომებთ უფრო მეტს.

თხის რქა

მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, შესაძლოა ვერ შეძლოთ სათანადო ყურადღების დამსახურება, არც თქვენი იდეები გამოიწვევს დიდ ინტერესს, ასე რომ ჯერჯერობით ჯობია ჩვეული საქმიანობით დაკავდეთ.

მერწყული

გამოიჩინეთ მაქსიმალური ყურადღება, რადგან დღეს დიდია შეცდომების დაშვების ალბათობა. რამდენჯერმე გადაამოწმეთ ანგარიშები და საბუთები, შესაძლოა უზუსტობამ მრავალი პრობლემა მოგიტანოთ.

თევზები

დღეს შემოთავაზებული ფინანსური წინადადება შესაძლოა მეტად პერსპექტიული აღმოჩნდეს, თუ ხელშეკრულების დადება იქნება საჭირო, იმოქმედეთ გაბედულად, თავდაჯერებულად და წარმატებასაც მიაღწევთ.