სად შეხვდებით ნამდვილ სიყვარულს ზოდიაქოს მიხედვით

მათ, ვისაც ნამდვილი სიყვარული ჯერ არ გიპოვნიათ, ასტროლოგები გეტყვიან, სად შეძლებთ ცხოვრების ნამდვილი თანამგზავნი იპოვოთ.

ვერძი - ვარსკვლავები მოგიწოდებენ, უფრო მეტი დრო დაუთმოთ ფიზიკურ აქტივობას. ნამდვილ სიყვარულს შეიძლება შეხვდთ მარათონზე, სპორტულ შეჯიბრებაზე, სატრენაჟორო დარბაზში. ასევე, დაგეგმეთ მარტო მოგზაურობა, ვინაიდან მეორე ნახევრის პოვნა ამ დროსაც შესაძლებელია. 

კურო - ბევრი დრო გაატარეთ მეგობრებთან ერთად, ცხოვრების თანამგზავრს შესაძლოა სწორედ მათ გარემოცვაში შეხვდეთ. ასევე, სიყვარულის პოვნა შეგიძლიათ კონცერტზე,  უნივერსიტეტში, საელჩოში, ლიფტში, სადარბაზოში.

ტყუპები - ნამდვილ სიყვარულს შეიძლება შეხვდეთ თვითმფრინავში, ავტობუსში, მეტროში, ტაქსიში, მატარებელში, მეგობრის დაბადების დღეზე.

კირჩხიბი - ნამდვილ სიყვარულს შეიძლება შეხვდეთ რესტორანში, კაფეში, კინოში, თეატრში და ოპერაში.

ლომი - ასტროლოგები მოგიწოდებენ ცხვორებით დატკვეთ. საყვარელ ადამიანს სწორედ ზღვის სანაპიროზე, წვეულებაზე და გასართობ ადგილას შეხვდებით. 

ქალწული - ნამდვილ სიყვარულს შეიძლება შეხვდეთ ბიბლიოთეკაში, წიგნის პრეზენტაციაზე, სემინარზე და ინტელექტუალურ შეჯიბრებებზე. თქვენი მეორე ნახევარი ერუდირებული და კარიერულად შემდგარი პიროვნება იქნება. 

სასწორი - ნამდვილ სიყვარულს შეიძლება შეხვდეთ კლუბში, ბარში, გალერეაში და გამოფენაზე. უბრალოდ ისიამოვნეთ მომენტით და სიყვარული თქვენთან თავად მოვა.

მორიელი - ნამდვილ სიყვარულს შეიძლება შეხვდეთ იგნის მაღაზიაში ან ბუნებაში, მაგალითან მდინარის პირას, ტყეში.

მშვილდოსანს - სიყვარული ბიზნეს ცენტრში, კორპორაციულ წვეულებაზე ან მეგობრის  ქორწილში ეწვევა.

თხის რქა - სამსახურს და კარიერას იმდენად დიდ დროს უთმობთ, რომ ნამდვილ სიყვარულს  სამსახურში, ტრენინგზე, ბრიფინგზე ან მივლინებაში შეხვდებით.

მერწყული - თქვენი სასიყვარულო ისტორია ფილმის სცენარივით იქნება. ნამდვილ სიყვარულს ქუჩაში, პარკში ან სანაპიროზე სეირნობისას შეხვდებით.

თევზები - თქვენი ცხოვრება რომანტიკული მომენტებით იქნება დატვირთული. სიყვარულის პოვნა ყველგან არის შესაძლებელი, მათ შორის: სკოლაში, უნივერსიტეტში, სამსახურში, ხილის ბაღში,  ბოტანიკურ ბაღში თუ სანაპიროზე.