სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ ზეციური ობიექტები ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ახდენენ გავლენას.

ვერძი - ქალებს შეუძლიათ 78 წელამდე, ხოლო კაცებს - 79 წლამდე იცოცხლონ. ერიდეთ სტრესებს, რასაც მოსდევს შაკიკი, უძილობა და გულის დაავადებები.

კურო - ქალებს შეუძლიათ 80 წელამდე, ხოლო კაცებს - 82 წლამდე იცოცხლონ. კუროს ჯანმრთელობის მთავარი პრობლემაა: სიმსუქნისკენ მიდრეკილება, სასქესო სისტემისა და სახსრების დაავადებები. ასტროლოგების აზრით, მამაკაც-კუროებს სუსტი ფილტვები აქვთ, ამიტომ სიგარეტზე უარი უნდა თქვან და 80 წლამდე იცოცხლებენ.

ტყუპები – მამაკაცი ტყუპები საშუალოდ 78 წელს ცოცხლობენ, ქალები კი 85. ტყუპ მამაკაცებს შედარებით სუსტი იმუნიტეტი აქვთ. 45 წლის შემდეგ ფილტვების დაავადების რისკი იზრდება.

კირჩხიბი – ქალი კირჩხიბები საშუალოდ 73 წელს ცოცხლობენ, მამაკაცები – 68. კირჩხიბის ჯანმრთელობის მთავარი პრობლემაა: სისხლძარღვთა დაავადებები და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები.

ლომი – ლომების უმეტესობა 74 წლამდე ცოცხლობს. ლომის ჯანმრთელობის მთავარი პრობლემაა: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ასევე წელისა და თვალის პრობლემები. 

ქალწული – ქალი ქალწულები 81 წლამდე ცოცხლობენ, კაცები – 77 წლამდე. ქალწულის ჯანმრთელობის მთავარი პრობლემაა: საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები და დაღლილობა. 

სასწორი – ქალი სასწორები 77 წელს აღწევენ, კაცები – 73. ამ ნიშნის წარმომადგენლებს სუსტი იმუნური სისტემა აქვთ, ამიტომ გეგმური აცრები არ უნდა გამოტოვონ. სასწორის ჯანმრთელობის მთავარი პრობლემაა: კანის და თირკმელების დაავადებები.

მორიელი –  ქალები და კაცებიც საშუალოდ 62-63 წელს ცოცხლობენ. მორიელის ჯანმრთელობის მთავარი პრობლემაა: ის, რომ არ უყვართ მკურნალობა. მორიელები უბედურ შემთხვევას უნდა ერიდონ და მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ.

მშვილდოსანი – ქალები 73 წლამდე აღწევენ, კაცები – 69 წლამდე. მშვილდოსნის ჯანმრთელობის მთავარი პრობლემაა: გულ-სიახლძარღვთა და ქრონიკული დაავადებები. 

თხის რქა – ქალები 80 წელზე მეტ ხანს ცოცხლობენ, კაცები კი – 77. მათი სუსტი წერტილი სასუნთქი ორგანოები და შარდსასქესო სისტემა გახლავთ. ამასთან, ისინი მარტივად იღებენ ფიზიკურ დაზიანებებსაც.

მერწყული – მერწყულები საშუალოდ 72 წელს ცხოვრობენ. მერწყულის ჯანმრთელობის მთავარი პრობლემაა: პნევმონია. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ასევე, ხშირად კუჭისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები აწუხებთ.

თევზები –  ქალები 75 წლამდე ხოლო მამაკაცები – 71 წლამდე ცხოვრობენ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ზედმეტი ემოციურობისკენ არიან მიდრეკილნი. თევზების ჯანმრთელობის მთავარი პრობლემაა: სასუნთქი სისტემის, სახსრებისა და კანის დაავადებები.