ზოდიაქოს 4 ნიშანი, ვინც ოქტომბერში ფრთხილად უნდა იყოს

ზოდიაქოს 4 ნიშნისთვის ოქტომბერი არც თუ სასიამოვნო თვე იქნება, ამიტომ მათ სერიოზულ წამოწყებებზე უარი უნდა თქვან. ამასთან, არსებობს მეთოდები, რითიც დანაკარგების მინიმიზაციაა შესაძლებელი.

ვერძი

ვერძს პრობლემები სამსახურში ელოდება, სადაც უფროსები მაქსიმალუარად ეცდებიან, მათ ახალი პასუხისმგებლობა აკიდონ. თვის შუა რიცხვებში შესაძლებელია პირადი პრობლემებიც, ასევე უსიამოვნებები ბავშვებთან ურთიერთობისას. ამ ყველაფერში ერთადერთი დადებითი ის არის, რომ შავი ზოლი დასრულდება ისევე მოულოდნელად, როგორც დაიწყო.

ტყუპები

ოქტომბერში ტყუპებს ნერვული გადაღლა და დეპრესია ელის. გადაღლილობა იქნება მათი მთავარი მტერი იქნება. ენერგიის მოკრძალებული მარაგი ნათესავებისა და კოლეგების დასახმარებლად დაიხარჯება. ეს ყველაფერი გავლენას მოახდენს როგორც ჯანმრთელობაზე, ასევე განწყობაზე.

თევზები

თევზებს პრობლემები იმის გამო შეექმნებათ, რომ მათი პარტნიორები და მეგობრები შეეცდებიან, მათზე ძლიერი ზეწოლა მოახდინონ. თითქმის მთელი ოქტომბრის განმავლობაში თევზებს მოუწევთ ისეთი რამის გაკეთება, რაც მათთვის საინტერესო არ არის. ამასთან, არც საკუთარი შეხედულების დაცვა და გატანა გამოუვათ. არ ამაზე ენერგიის დახარჯვა უნდა სცადონ, რადგან ჩხუბმა, შესაძლოა, ახლობლებთან ურთიერთობა კიდევ უფრო გააუარესოს.

ლომი

ლომებს მარცხი, სავარაუდოდ, პირად საქმეებში და კარიერაში ელის. ამან, შესაძლოა, მათ მოტივაციაზე უარყოფითად იმოქმედოს. ამიტომ, მათ უნდა მოუსმინონ გამოცდილი ადამიანების რჩევებს. არსებობს ურთიერთობის გაწყვეტის საშიშროება. ასტროლოგი ლომებს ურჩევს, ერიდოს კონფლიქტებს და სიტუაციის გამოსწორებას ეცადოს.