ადელმა ახალი ალბომის გამოშვების თარიღი დაასახელა

მომღერალმა ადელმა მეოთხე სტუდიური ალბომის გამოშვების თარიღი დაასახელა. "30-ის" მოსმენა 19 ნოემბერს იქნება შესაძლებელი.

”ჩემი არსებობის განმავლობაში მე ბევრი რამ ვისწავლე ჩემი ნამდვილი მეს შესახებ. მე ბევრი ფენა ჩამოვიგდე, თუმცა შემდეგ ახალი დავიმატე. მე მზად ვიყავი, უფრო შორს წავსულიყავი და მეთქვა, რომ ცხოვრებაში არასოდეს მიგვრძნია თავი ასე მშვიდობიანად. ასე რომ, მე მზად ვარ საბოლოოდ გამოვუშვა ეს ალბომი”, - განაცხადა ადელმა.

ადელის წინა სრულფასოვანი ალბომი "25" 2015 წელს გამოვიდა და გრემის რამდენიმე ჯილდო მოიგო.