ახალი ბეტმენი გადაღებებზე ხალათით გამოჩნდა

რეჟისორ მეტ რივზის ფილმში სათაურით The Batman, ქალაქ გოთემის მცველს რობერტ პატინსონი შეასრულებს. მარტში კორონავირუსის პანდემიის გამწვავების გამო ფილმის გადაღებები შეწყდა, Warner Bros.-მა გადაღებები ცოტა ხნის წინ განაახლა. 

გამოცემა The Independent-ის ცნობით, გადაღებებზე ბეტენის ფორმაში გამოწყობილი რობერტ პატინსონი შავი ხალათით გამოჩნდა და მისმა ფოტოებმა სოციალური ქსელი მალევე მოიცვა.

ფილმის პრემიერა 2021 წლის ოქტომბრისთვის იგეგმება.