ამერიკელი დირიჟორი ჯეიმს ლივაინი გარდაიცვალა

ამერიკელი რეჟისორი, მეტროპოლიტენ-ოპერას ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი ჯეიმს ლივაინი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times ავრცელებს.

გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

ლივაინი აშშ-ში 1943 წელს დაიბადა. 1976-დან 2018 წლამდე მეტროპოლიტენ-ოპერას სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა, ასევე 1999-დან 2004 წლამდე მიუნხენის ფილარმონიის ორკესტრის მუსიკალური დირექტორი და 2004-დან 2012 წლამდე ბოსტონის სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი იყო.

11 იანვარს დირიჟორის გამოსვლა ფლორენციაში იგეგმებოდა, თუმცა კონცერტი კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა.