ამერიკელი კომპოზიტორი ჯიმ სტაინმანი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკელი კომპოზიტორი და პროდუსერი ჯიმ სტაინმანი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ჯიმის ძმის ინფორმაციით, ცნობილი მუსიკოსი თირკმლის გათიშვის შედეგად დაიღუპა. 

"მე ის უკვე ძალიან მენატრება", - განაცხადა გარდაცვლილის ძმამ. 

სამძიმარი გამოთქვა ბონი ტაილერმაც, რომლის თქმითაც ის შეძრულია მისი მეგობრის გარდაცვალების გამო.

"სცენის მიღმა ის იყო მხიარული, კეთილი, ყურადღებიანი და ძალიან მზრუნველი ადამიანი", - თქვა უელსელმა მომღერალმა. 

ჯიმ სტეინმანი ავტორია ისეთი ჰიტებისა, როგორიცაა Bat Out Of Hell და Total Eclipse Of The Heart.