ანა დოლიძის კამპანიის შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებენ

პოლიტიკოს ანა დოლიძის პოლიტიკური, მათ შორის წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ ფილმს გადაიღებენ. ამის შესახებ მან განაცხადა. 

Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დოლიძემ აღნიშნა, რომ შვეიცარელი კინემატოგრაფი მას თავად დაუკავშირდა.

"კარგი ამბავი გვაქვს. დამიკავშირდა შვეიცარიელი ხელოვანი და შემატყობინა, რომ ჯგუფს სურს დოკუმენტური ფილმის გადაღება ჩემს კამპანიაზე. ძალიან კარგი, რაც უფრო შორს გავრცელდება ჩვენი კამპანიის საკითხები, მით უკეთესი", - განაცხადა ანა დოლიძემ.