ანა ქასრაშვილი World Soundtrack Awards-ის გამარჯვებული გახდა - VIDEO

ქართველი კომპოზიტორი ანა ქასრაშვილი საერთაშორისო კონკურსის World Soundtrack Awards-ის „ახალგაზრდა კომპოზიტორების მიერ შექმნილი საუკეთესო, ორიგინალური საუნდტრეკის“ ნომინაციაში გამარჯვებული გახდა.

კონკურსის დაჯილდოება ბელგიაში გაიმართა.

World Soundtrack Awards საერთაშორისო მუსიკალური ჯილდოა, რომელიც 2001 წელს ფილმის საუნდტრეკებისა და მათი კომპოზიტორების დასაფასებლად შეიქმნა.