ანტვერპენში გია ყანჩელის ძეგლის დადგმა განიხილება

ბელგიის ქალაქ ანტვერპენის მერია გია ყანჩელის ძეგლის დადგმის ინიციატივას განიხილავს. ამ იდეით მას ბელგიაში მცხოვრებმა ქართველმა მუსიკოსმა დაჩი ხასაიამ მიმართა. ძეგლის დადგმა მიდელჰეიმის პარკში იგეგმება, რომელიც, როგორც ცნობილია, გია ყანჩელის ერთ-ერთი საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო.

დაჩი ხასაიამ Report.ge-ს უთხრა, რომ ბელგიური მხარე პოზიტიურადაა განწყობილი საკითხის მიმართ.

„არის კიდევ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ნიუანსი რომელიც უნდა ერთად განვიხილოთ და განვახორციელოთ. არასწორია ინფორმაცია სადაც ვრცელდება რომ ძეგლი აუცილებლად დაიდგმება, რადგან იქამდე თანხმობის მიუხედავად ძალიან ბევრი მოსაგვარებელი საკითხია რომელზეც ვმუშაობ. პროექტი ჯერ მუშაობის პროცესშია“, - განაცხადა მან.