ბარაკ ობამამ საყვარელი სერიალები დაასახელა

აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა ბოლო დროის თავისი საყვარელი სერიალები დაასახელა.

ჩამონათვალი მან Entertainment Weekly-სთან ინტერვიუში დაასახელა. მან ასევე აღნიშნა, რომ ახლა მემუარებზე მუშაობს. კითხვაზე, თუ რა სერიალებს უყურებს თეთრი სახლის ყოფილი მეთაური როცა წერისგან ისვენებს, ობამამ 4 საყვარელი შოუ დაასახელა.

ესენია: „უმჯობესია დაურეკეთ სოლს“, „კარგი ადგილი“, „დარაჯები“ და „ბიჭები“.