ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი Biaff დღეს გაიხსნება

ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი დღეიდან გაიხსნება. კინოჩვენებები კინოთეატრ „აპოლოში“ გაიმართება. მათზე დასწრება მხოლოდ რეგულაციების დაცვისთ იქნება შესაძლებელი. 

კინოფესტივალის პროგრამაში 35 სრულმეტრაჟიანი და 30 მოკლემეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმებია წარმოდგენილი. 

კინოფესტივალი 24 სექტემბრამდე გაგრძელდება.