ბილი აილიში ჯეიმს კორდენის შოუში - ახალი ტრენდი youtube-ზე - VIDEO

პოპულარული ღამის შოუს წამყვანის ავტომობილში, არაერთი ცნობილი მომღერლის "კონცერტი" გამართულა. ამჯერად ჯეიმს კორდენის სტუმარი, ახალგაზრდა ვარსკვლავი ბილი აილიში იყო.  

ღამის შოუში სტუმრობის სახალისო ვიდეოს, რომელიც 19 დეკემბერს გამოქვეყნდა Youtube-ზე, უკვე 12 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ამის მიზეზი შესაძლოა ის გახლავთ, რომ ბილიმ ცოცხლად შეასრულა მისი ჰიტები - Bad Guy, All the Good Girls Go to Hell, Ocean Eyes და When the Party's Over. 

გარდა ამისა, მეგაპოპულარულმა ბილი აილიშმა ლეგენდარული The Beatles-ის სინგლის I Will და ჯასტინ ბიბერის ჰიტის Baby-ს ქავერ ვერსიებიც შეასრულა. ჯეიმსის "მანქანის კარაოკე" ერთგვარი ტესტიც არის, რამდენად შეუძლიათ მომღერლებს ცოცხლად სიმღერა.