ბილი აილიშშმა სუნამო გამოუშვა

19 წლის მომღერალი ბილი აილიშმა საკუთარი სახელობის სუნამო გამოუშვა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail წერს.

აილიშის სუნამო გაყიდვაში მიმდინარე წლის ნოემბერში გამოვა. 

"ძალიან აღელვებული ვარ, მინდა გაგიზიაროთ ახალი სურნელი! ეს ის სურნელია, რომელსაც მრავალი წელია ვეძებ. ეს არის ჩემი საყვარელი სუნამო მსოფლიოში!", - განაცხადა ბილიმ. 

ბილი არის ვეგანი, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ სუნამო Eilish ვეგანურია, რომელიც დამზადებულია ორგანული ინგრედიენტებისგან და სავსეა მათი ყველაზე მიმზიდველი არომატებით.