ბიონსემ "გრემის" ჯილდოების რეკორდი ისევ მოხსნა

ამერიკელმა მომღერალმა ბიონსემ ქალებს შორის "გრემის" ჯილდოების ისტორიაში ყველაზე მეტი ნომინაციისთვის მორიგი რეკორდი მოხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას CBS ავრცელებს.

63-ე ცერემონიის დროს, მომღერალმა გაიმარჯვა ნომინაციებში "საუკეთესო მუსიკალური ვიდეო" კლიპისთვის "Brown Skin Girl", ასევე კატეგორიაში "საუკეთესო R&B სიმღერა" სიმღერისთვის "Black Parade".

მან ასევე გაიმარჯვა ნომინაციაში საუკეთესო "რეპ-სიმღერა" "Savage"-ის შესრულებისთვის, რეპ-შემსრულებელ Megan Thee Stallion-თან ერთად.

საერთო ჯამში, ბიონსეს ახლა აქვს "გრემის" 28 ჯილდო, რითაც ქალთა შორის ახალი რეკორდი მოხსნა.