ბიორკი რეიკიავიკში საქველმოქმედო ონლაინ კონცერტს გამართავს

ბიორკი რეიკიავიკში ორკესტრთან ერთად ლაივ კონცერტებს გამართავს, რომელიც ონალინ რეჟიმში გადაიცემა. 9, 15 და 23 ივლისს დანიშნული საღამოები საქველმოქმედო ხასითაის იქნება. მომღერალი მსმენელებს მოუწოდებს, დაეხმარონ ისლანდიის ქალთა თავშესაფარს. 

კონცერტი სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მომზადდა. როგორც პროდიუსერები აცხადებენ, ამჯერად არ იქნება გამოყენებული არც ელექტრონული ჟღერადობა და არც დამატებითი ეფექტები.

"მხოლოდ ნატურალური, მუსიკალური თემები", - ასე ახასიათებენ დაგეგმილ საღამოებს მუსიკოსი და მისი გუნდი. 

კონცერტებთან დაკავშირებით მიმართვა ბიორკმაც გაავრცელა. 

"ვგრძნობ, რომ არაორდინალურ დროში გვიწევს ცხოვრება. ეს შეიძლება იყოს შემაძრწუნებელი, თუმცა რეალურად არის ცვლილებების შანსი", - დაწერა მომღერალმა.