"ბოჩელი: იმედის მუსიკა" - კონცერტი დაცარიელებული კათედრალიდან

აღდგომის დღესასწაულზე, რომელსაც კათოლიკური ეკლესია კვირას, 12 აპრილს აღნიშნავს, მილანის დაცარიელებულ კათედრალში ანდრეა ბოჩელი იმღერებს.

"ბოჩელი: იმედის მუსიკა" - ასეთი იქნება კონცერტის სახელწოდება, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ლაივსტრიმი ანდრეა ბოჩელის ოფიციალურ YouTube გვერდზე ადგილობრივი დროით 19:00 საათზე გაეშვება, რა დროსაც საქართველოში 21:00 საათი იქნება. 

იტალიელ ტენორს აკომპონიმენტს კათედრალის ორღანისტი გაუწევს.

ანდრეა ბოჩელი კონცერტს უსასყიდლოდ მართავს. გარდა ამისა, მან ახალი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ფონდი შექმნა, რომელმაც საავადმყოფოებისათვის 140 000 აშშ დოლარი შეაგროვა.