ბონ ჯოვიმ ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას სიმღერა მიუძღვნა - VIDEO

ჟურნალ Rolling Stone-ის ცნობით, ამერიკულმა როკ-ჯგუფმა, Bon Jovi-მ ახალი სიმღერა "American Reckoning" პოლიციის მიერ ძალის გადამეტების შედეგად გარდაცვლილი აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას მიუძღვნა.

ჯგუფის სოლისტის ჯონ ბონ ჯოვის თქმით, ახალი სიმღერით მუსიკოსებმა  ფლოიდის დაღუპვისა და რასიზმის წინააღმდეგ  პროტესტი გამოხატეს.

სიმღერის "American Reckoning" ტექსტი დეტალურად აღწერს ჯორჯ ფლოიდის ცხოვრების ბოლო წუთებს და ციტირებს აფრიკელამერიკულის გარდაცვალების წინ წარმოთქმულ ფრაზას -  "მე ვერ ვსუნთქავ", რომელიც  შეერთებულ შტატებში ანტირაზმული პროტესტის სიმბოლოდ იქცა.