ბოტიჩელის "ახალგაზრდა მამაკაცი მედალიონით" 92 მილიონად გაიყიდა

რენესანსის პერიოდის იტალიელი მხატვრის, სანდრო ბოტიჩელის ნახატი "ახალგაზრდა მამაკაცის პორტრეტი მედალიონით ხელში" ნიუ-იორკის აუქციონზე 92,2 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ნახატი დაახლოებით 1480 წლით თარიღდება. თავდაპირველად, ექსპერტების შეფასებით, ნახატის ღირებულება 80 მილიონ დოლარს შეადგენდა. 

აღსანიშნავია, რომ ნახატი გახდა რენესანსის მხატვრის ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარი, რომელიც ოდესმე აუქციონზე წარმოდგენილა.