BTS გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს - VIDEO

სამხრეთკორეულმა ჯგუფმა BTS კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. გინესის რეკორდების წიგნში ადგილი მან იმისთვის დაიმკვიდრა, რომ მისი კლიპი ერთდროულად მაყურებლის მაქსიმალურმა რაოდენობამ იხილა.

Dynamite სინქრონულად 3 მილიონზე მეტ მომხმარებელს ჰქონდა ჩართული. ასეთი რამ მანამდე მსოფლიოს ვერც ერთმა შემსრულებელმა შეძლო.

მანამდე კეი-პოპ ჯგუფი გინესის რეკორდების წიგნში უკვე იყო შეყვანილი. ისევ Dynamite დღე-ღამეში რეკორდული რაოდენობის ადამიანმა ნახა. ახლა კლიპს მილიარდამდე ნახვა აქვს.