Captain Marvel 2-ში X-Men-ის პერსონაჟს ვიხილავთ

კაპიტან მარველის მეორე ნაწილში X-Men-ის მუტანტი პერსონაჟი პირველად გამოჩნდება. ინფორმაციას Independent ავრცელებს.

ამ დროისათვის არ დასტურდება, თუ X-Men-ის რომელ პერსონაჟს ვიხილავთ Marvel-ის ახალ ფილმში, თუმცა იგი შეიძლება მუტანტური ტერორისტული ჯგუფის ხელმძღვანელი გახდეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქეროლ დენვერსის მთავარი მოწინააღმდეგე სწორედ X-Men-ის ერთ-ერთი პერსონაჟი იქნება.