ჩემი ხმა ვარძიას! - ევროპის რჩეული ძეგლის გამოსავლენად ხმის მიცემა იწყება

"საყდრისის კომიტეტი" იწყებს ახალ კამპანიას - "ჩემი ხმა ვარძიას", რომელიც მიზნად ისახავს ვარძიისთვის, როგორც ევროპის რჩეული ძეგლისთვის ხმების მობილიზებას.

კლდეში ნაკვეთი ქალაქი ვარძიის საკონსერვაციო პროექტმა, როგორც წლის საუკეთესო პროექტმა უკვე მიიღო ორგანიზაცია "ევროპა ნოსტრას" აღიარება და გახდა გამარჯვებული, ახლა ჯერი კიდევ ერთ პრიზზე - ევროპის "საზოგადოების რჩეულზეა", რომელსაც "ევროპა ნოსტრა" ხმის მიცემით გამოავლენს.

"2021 წლის 23 სექტემბერს, პარიზის კონგრესის სასახლეში ევროპის რჩეული ძეგლი გამოვლინდება, თუმცა მანამდე ვარძია მთავარი პრიზის მოსაპოვებლად ბრძოლას იწყებს.

მოგიწოდებთ, 5 სექტემბრის ჩათვლით ვუგულშემატკივროთ და ჩვენი ხმა მივცეთ ვარძიას.

ხმის მიცემა

ხმის მიცემის პროცედურა:
ხმა უნდა მისცეთ სხვადასხვა ქვეყნიდან წარდგენილ 3 სხვადასხვა პროექტს;
პირველად ხმა მიეცით ვარძიის პროექტს. ამ შემთხვევაში ის შეფასდება 3 ქულით. თქვენს მიერ შერჩეული მეორე პროექტი მიიღებს 2 ქულას, ხოლო მესამე - 1 ქულას;
თქვენი არჩევანის გაგზავნამდე სპეციალურ ველში შეავსეთ სათანადო მონაცემები.
ხმის მიცემისას შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი თქვენი რჩეული პროექტის შესახებ.
ხმის მიცემის შემდეგ თქვენს მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე მიიღებთ შეტყობინებას, რომელიც უნდა დადასტურდეს. (შეტყობინება შამოწმეთ"spam"-ის ველშიც;)
ხმის მიცემის ბოლო ვადაა 2021 წლის 5 სექტემბერი;
ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ.

"ჩემი ხმა ვარძიას" - ფარგლებში "საყდრისის კომიტეტი" სექტემბრამდე სხვადასხვა აქტივობებს გეგმავს", -
აღნიშნულია ინფორმაციაში.