ჩინეთში უძველესი ადგილობრივი ვალუტის გამოფენა გაიხსნა

ჩინეთის ეროვნულ მუზეუმში უძველესი ჩინური ვალუტის გამოფენა გაიხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო საბჭო ავრცელებს.

ექსპოზიცია უძველესი ვალუტის 200 ათას ერთეულსა და 200-ზე მეტი სხვა კულტურული რელიკვიების სახეობებს აერთიანებს.

ექსპონატებს შორის არის პრიმიტიული ზღვის ნიჟარები, დანისა და ნიჩბის ფორმის ადრეული მონეტები, ქაღალდის კუპიურები, რომლებსაც იუანის დინასტიის პერიოდში იყენებდნენ.