Critics Choice Super Awards გამარჯვებულები დასახელდნენ

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანიების კინოკრიტიკოსების ასოციაციამ პრემია Critics Choice Super Awards-ის ლაურეატები გამოცხადდა. დაჯილდოების პირველი ცერემონიის პრემიერა ტელეკომპანია The CW-ის ეთერში გაიმართა და მასზე უსაფრთხოების ყველა რეგულაცია იყო დაცული. შოუს წამყვანები რეჟისორი კევინ სმიტი და მსახიობი დენი ფერნანდესი იყვნენ.

ცერემონიის ლაურეატები კომედია „პალმ სპრინგსი“ და სერიალი „ბიჭები“ გახდა. მულტფილმა „სული“ ჯილდო საუკეთესო ანიმაციური ფილმის კატეგორიაში მიიღო. 

ყველაზე მეტი ჯილდო - 5 - Netflix-ის პროექტებს ხვდა წილად, Amazon-ის, Disney-სა და Universal-ის შოუებმა კი 4-4 ნომინაციაში გაიმარჯვეს.