დარჩი სახლში, უყურე ქართულ კინოს

დარჩი სახლში, უყურე ქართულ კინოს! –  ამ იდეით ეროვნული კინოცენტრი ეროვნულ კინოკლუბს აარსებს და ონლაინ კინოჩვენებებს იწყებს.

ამის შესახებ report.ge-ს ეროვნული კინოცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა აცნობა. 

ეროვნული კინოცენტრის მიერ დაგეგმილი პირველი ონლაინ პრემიერა გაიმართება დღეს 25 მარტს, 19:00 საათზე. 

ფართო საზოგადოება პირველად ნახავს გიგა ბაინდურაშვილის 2019 წელს გადაღებულ ფილმს „გაბანა“ ჯანო იზორიასა და დავით როინიშვილის მონაწილეობით. ონლაინ კინოჩვენებების განრიგი ნაწილობრივ უკვე ცნობილია:

ინიციატივას ასევე შემოუერთდნენ ლევან კოღუაშვილი, ნანა ჯანელიძე, ნუცა ალექსი-მესხიშვილი, ვახო ვარაზი და ლაშა ოთხმეზური.

ეროვნული კინოცენტრი განაგრძობს მუშაობას ქართველ რეჟისორებთან და პროდიუსერებთან, რათა ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მეტი ქართული ფილმი გახდეს მაყურებლისთვის ხელმისაწვდომი და სულ ცოტათი მაინც შევამსუბიქოთ თვითიზოლაციაში მყოფი ჩვენი თანამემამულეების ყოფა.

თანამედროვე ქართული ფილმების ბმულები ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გახდება ცნობილი.