დათო გომართელი იტალიაში, საქართველოს საელჩოში მრჩევლად დაინიშნა

მომღერალი დათო გომართელი იტალიაში, საქართველოს საელჩოში იმუშავებს. ის კულტურული მიმართულების მრჩეველი იქნება. გავრცელებული ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს. უწყების ცნობით, დიპლომატია ხშირად იყენებს სხვადასხვა ქვეყანაში კულტურის მოღვაწეებს პოზიტიური იმიჯის შესაქმნელად და ქვეყნის პოპულარიზაციის გაზრდის მიზნით. 

სამინისტროში ასევე განმარტავენ, რომ დათო გომართელი კარგად ფლობს იტალიურ ენას და ერკვევა კულტურაში. ის უწყებაში 2005-2006 წლებში მუშაობდა.