დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა "დასაწყისი" სან-სებასტიანის ფესტივალზე გაიმარჯვა

სან-სებასტიანის ფილმის ფესტივალზე ქართულმა ფილმმა "დასაწყისი", რომლის რეჟისორიც დეა კულუმბეგაშვილია, ოთხი ჯილდო მოიპოვა. მათ შორის საუკეთესო ფილმის ტიტული. 

მიღებულ ჯილდოებს შორისაა:

საუკეთესო ქალი მსახიობი - ია სუხიტაშვილი

საუკეთესო სცენარი - დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი

საუკეთესო რეჟისურა - დეა კულუმბეგაშვილი

საუკეთესო ფილმი - "დასაწყისი"