დეა კულუმბეგაშვილის ფილმს "დასაწყისი" როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კინოცენტრი ავრცელებს.
ფილმი წარმოდგენილია სექციაში Limelight, რომელიც გამორჩეულ, საერთაშორისო ჯილდოების მფლობელ ფილმებს აერთიანებს. “დასაწყისის” ჩვენება შედგება 4 თებერვალს და იგი ონლაინ ხელმისაწვდომი იქნება 72 საათის მანძილზე.