დემნა გვასალია Fashion Awards-ის ნომინანტად დასახელდა

დემნა გვასალია ბრიტანეთის მოდის საბჭომ 2021 წლის დაჯილდოების ნომინანტად დაასახელა.

ბრიტანეთის Fashion Awards ლონდონში 29 ნოემბერს გაიმართება.

დემნა გვასალია ასევე წარდგენილია ამერიკული CFDA Awards -ის ნომინანტად, რომლის დაჯილდოება ნიუ-იორკში 10 ნოემბერს არის დაგეგმილი. 

"ამერიკის შემდეგ, დემნა ბრიტანეთის მოდის საბჭომაც დაასახელა 2021 წლის დაჯილდოების ნომინანტებში", - წერს Demna Gvasalia Daily.