დემნა გვასალია კანიე ვესტის შოუს კრეატიულ დირექტორობას გაუწევს

კანიე ვესტის ახალი ალბომის, Donda-ს მუსიკალური პრეზენტაციის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია იქნება. 

შოუ 5 აგვისტოს ამერიკის ქალაქ ატლანტაში, მერსედეს ბენცის სტადიონზე გაიმართება.