დღეს ოსკარზე წარსადგენი ქართული ფილმი გამოვლინდება

ოსკარზე წარსადგენი ქართული ფილმი 12 ოქტომბერს გამოვლინდება, ამერიკის კინოაკადემიის 2022 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევა ეროვნულმა კინოცენტრმა 1-ელ სექტემბერს დაიწყო. 

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით,  ცნობილი გახდა, რომ წელს ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად 3 ქართული ფილმი იბრძოლებს:

  1. “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?” – რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე
  2. “პერსონა #2“ – რეჟისორი ნინო ბასილია
  3. „მეოთხე ბრაიტონი“ – რეჟისორი ლევან კოღუაშვილი.

წარდგენილი ფილმებიდან საქართველოს კანდიდატ ფილმს გამოავლენს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრის საფუძველზე.