დღეს საბავშვო ევროვიზიის ფინალი გაიმართება

დღეს საბავშვო ევროვიზიის ფინალური კონცერტი გაიმართება. 19 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილე პარიზში "ლა სენ მიუზიქალის" სცენაზე იმღერებს. კონკურსის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოში 19:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ. 

ხმის მიცემა საქართველოს წარმომადგენლისთვის ვებ-გვერდზე vote.junioreurovision.tv არის შესაძლებელი. საქართველოს წარმომადგენელთან ერთად შეგიძლიათ ხმა მისცეთ კიდევ ორ კონკურსანტს.

ნიკო ქაჯაია პროექტ "რანინას" გამარჯვებულია. საბავშვო ევროვიზიაზე ის გიგა კუხიანიძის სიმღერას"დავაგროვოთ ღიმილები" (Lets count the smiles) შეასრულებს.