დღეს თბილისში ახალი თეატრი გაიხსნება

"თბილისის კამერული თეატრი" დღეს, 22:00 სთ-ზე პრემიერით გაიხსნება. უილიამ შექსპირის „ქარიშხალს“ გიორგი აფხაზავა ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად წარადგენს. პროექტი თბილისის მერიის, კულტურის სამინისტროსა და ფონდ არტ-ლაბის თანადაფინანსებით და ხელშეწყობით ხორციელდება.

კამერული თეატრის დასი იმედოვნებს, რომ ახალი თეატრალური სივრცე წარმატებას მალე მოიპოვებს და თავს შეაყვარებს მაყურებელს.