დიანას შესახებ გადაღებული ფილმის პრემიერის თარიღი დასახელდა

პრინცესა დიანას შესახებ გადაღებული ფილმის „სპენსერის“ პრემიერა კინოთეატრების ეკრანებზე 5 ნოემბერს შედგება.

ფილმში მოქმედება 1990-იანი წლების დასაწყისში ხდება, როდესაც შობის დღესასწაულზე ოჯახთან ერთად ნორფოლკში ჩასული პრინცესა დიანა პრინც ჩარლზთან განქორწინებას გადაწყვეტს.

ფილმის რეჟისორი ჩილელი პაბლო ლარაინია, პრინცესა დიანას როლს კი კრისტენ სტიუარტი ასრულებს.