დიდება დედოფალს - ლეგენდარულ ქართველ ქალ მოჭადრაკეებზე ფილმი ხელმისაწვდომია

9 იანვარს, 22:00 საათზე ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბი ფილმის "დიდება დედოფალს" ონალინ კინოჩვენებას გამართავს. დოკუმენტური ნამუშევარი ლეგენდარული ქართველი ქალი მოჭადრაკეების - ნონა გაფრინდაშვილის, ნანა ალექსანდრიას, მაია ჩიბურდანიძისა და ნანა იოსელიანის შესახებ მოგვითხრობს. 

ეს იქნება პირველი საჯარო ონლაინ ჩვენება საქართველოში პრემიერის შემდეგ. ფილმის პრემიერა უკვე შედგა საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის - "სინედოკის" ფარგლებში. "დიდება დედოფალს" ნახეს ავსტრიაში, სერბეთსა და მექსიკაში.

"60-იანი წლების დასაწყისიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 30 წლის მანძილზე, მსოფლიო ჭადრაკის სამეფოს სწორედ ეს ქალები განაგებდნენ. მათ რევოლუცია მოახდინეს და ქალთა ჭადრაკი საერთაშორისო კონტექსტში ვაჟთა ჭადრაკს გაუთანასწორეს", - ამბობენ საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში. 

ფილმის ჩვენება გაიმართება ფეისბუქ ლაივის ფორმატში ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. ლაივ ჩვენების ბმული ასევე გაზიარდება ეროვნულ კინოკლუბში.

ჩვენებაზე ონლაინ დასწრებას შეძლებენ მხოლოდ საქართველოში მყოფი მაყურებლები.