Disney კონკიას დებზე ფილმს გადაიღებს

Disney კონკიას ბოროტი ნახევარ დების შესახებ მხატვრულ ფილმს გადაიღებს. ამის შესახებ გამოცემა Deadline წერს.

კონკიას დები ლედი ტრემეინის ქალიშვილები, დრიზელა და ანასტასია ტრემეინები არიან. რომელი მსახიობები შეასრულებენ მათ როლს, ამჟამად უცნობია. 

სცენარის ავტორები ენი მუმოლო და კრისტენ ვიგი იქნებიან.

რეჟისორი დებს კომიკური კუთხით წარმოგვიჩენს. ეს იქნება ისტორია დებზე, რომლების მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის იბრძვიან. 

ამ დროისათვის, ფილმის სახელწოდება და მისი პრემიერის ოფიციალური თარიღი უცნობია.