Doclisboa ქართულ დოკუმენტურ ფილმებს რეტროსპექტივას მიუძღვნის

ლისაბონში დაგეგმილი დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი Doclisboa საქართველოს მასშტაბურ რეტროსპექტივას მიუძღვნის. პროგრამაში წარმოდგენილი იქნება ქართული ფილმები 1920 წლიდან დღემდე. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს. 

აღსანიშნავია, რომ საქართველო Doclisboa-ს ინდუსტრიული პროგრამის ფოკუს ქვეყანაცაა. ასე რომ, ლისაბონში ქართული კინოინდუსტრიის წარსულს, აწმყოსა და მომავალს შეაფასებენ.

ფესტივალი 22 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.