დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით "ბოშებს" იღებენ

ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით კიდევ ერთი ქართული ფილმი იქმნება. გადაღებები თბილისსა და გურიაში მიმდინარეობს.

ფილმის რეჟისორია გიორგი კიკალეიშვილი. „ბოშები“ , ასე ჰქვია ფილმს, ავტორის სამ ნოველას ეფუძნება. 

ფილმში უკრაინელი და ქართველი მსახიობები მონაწილეობენ. 

„ბოშების“ სატელევიზიო პრემიერა წლის ბოლოს „იმედის“ ეთერში იგეგმება.