ELECTRONAUTS-ის ნომინანტები უკვე ცნობილია

ფონდი ELECTRONAUTS, რომელიც 2007 წლიდან ხელოვანებს, მუსიკის სხვადასხვა მიმართულებაში აჯილდოებს, წელს ახალი ნომინაციებით დაბრუნდა მუსიკალურ ბაზარზე.

კინოსტუდიაში გამართულ პრესკონფერენციაზე ფონდის წევრებმა 9 კატეგორიაში გადარჩეული არტისტები დაასახელეს.

ფონდი ELECTRONAUTS დამფუძნებლის, სერგი გვარჯილაძის განმარტებით, წელს ჟანრობრივი ჩარჩოები ძალიან გაიზარდა და მხოლოდ ელექტრონულ მუსიკაზე აღარ იქნება აქცენტი.

"რეკორდული რაოდენობა იყო წელს, 200-მდე არტისტი. თუ, ვთქვათ, ბოლო 5 წლის განმავლობაში აქცენტი მაინც ტექნო მუსიკაზე იყო, ელექტრონულ მუსიკაზე იყო, წელს ეს ჟანრობრივი ჩარჩოები ძალიან ფართოა. ჩვენ გვყავს ჯგუფები, რომლებიც ნარევია ვოკალური ქართული ფოლკლორული ელემენტების და ელექტრონული ელემენტების,"- განმარტავს სერგი გვარჯალაძე.