ემი უაინჰაუსის ნივთები აუქციონზე გაიყიდება

რიტანელი მომღერლის ემი უაინჰაუსის ნივთები აუქციონზე გაიყიდება. 

Julien’s-ის აუქციონი აშშ-ში, კერძოდ ბევერლი ჰილსზე 6 და 7 ნოემბერს გაიმართება.

უცხოური მედიის ინფორმაციით აუქციონზე მომღერლის 800-მდე ნივთი გაიყიდება. აუქციონის ერთ-ერთ ლოტად წარმოდგენილი იქნება კაბა, რომელიც მომღერალს ბოლო კონცერტზე ეცვა.  8

მომღერლის ნივთების ჯამური ღირებულება 2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.