Emmy-ის დაჯილდოება ღია ცის ქვეშ გაიმართება

ამერიკული სატელევიზიო პრემიის, Emmy-ის დაჯილდოება, კორონავირუსის პანდემიის გამო,  წელს ნაწილობრივ ღია ცის ქვეშ გაიმართება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

გამოცემის ცნობით, ცერემონიის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს  ლოს ანჯელესში (კალიფორნია), Microsoft–ის თეატრის უკან, დამატებითი სცენა მოაწყონ, რათა სოციალური დისტანცირების წესების დაცვა უკეთ მოახერხონ. ორგანიზატორებმა ასევე გადაწყვიტეს შეზღუდონ წითელ ხალიჩაზე მყოფი ადამიანების რაოდენობა.

Emmy-ის რიგით 73-ე ცერემონია სექტემბრის შუა რიცხვებშია დაგეგმილი. 

ცნობისთვის, პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ოპრა უინფრისათვის მიცემული ინტერვიუ Emmy-ის დაჯილდოებაზე წარადგინეს.