ეროვნულ ბიბლიოთეკას "ვეფხისტყაოსნის" უნიკალურ უნგრულ გამოცემას გადასცემენ

უნგრეთის ადამიანური შესაძლებლობების მინისტრი, პროფესორი მიკლოშ კაშლერი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას უნგრულ ენაზე გამოცემულ "ვეფხისტყაოსანს" გადასცემს. 

ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ "ვეფხისტყაოსანი" უნგრეთსა და საქართველოს შორის უმნიშვნელოვანეს კულტურულ ხიდს წარმოადგენს. როგორც ცნობილია, პოემა ილუსტრირებულია უნგრელი მხატვრის, მიჰაიზიჩის მიერ. რუსთაველის უნგრული თარგმანი კი ეკუთვნის უნგრეთის ერთ-ერთ საუკეთესო პოეტს შანდორ ვერეშს. 

ქართული და უნგრული მხარეები სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავენ.