Euphoria-ს მეორე სეზონის ტრეილერი გამოვიდა - VIDEO

სერიალი Euphoria ("ეიფორია") მაყურებელს მეორე სეზონით უბრუნდება. სერიალის მეორე სეზონის თიზერი YouTube-ის ოფიციალურ არხზე გამოქვეყნდა.

ახალი სეზონის პრემიერა 2022 წლის 10 იანვარს არის დაგეგმილი. 

სერიალში კვლავ ვიხილავთ ყველასათვის საყვარელ მსახიობებს: ზენდაიას, ანგუს კლუდს, შტორმ რეიდს, ჯეიკობ ელორდს, ჰანთერ შაფერს და სინდი სუინის.

"ეიფორია" სემ ლევინსონის  ამერიკული სატელევიზიო დრამაა.  პირველ ისეზონის პრემიერა  2019 წლის 16 ივნისს შედგა.