ევროვიზია 2022 ტურინში გაიმართება

საერთაშორისო კონკურსი "ევროვიზია" 2022 წელს ტურინში გაიმართება. ინფორმაციას სააგენტო ANSA ავრცელებს.

მისი ცნობით, იტალიის სახელმწიფო ტელე-რადიო კორპორაცია RAI ამის შესახებ უახლოეს მომავალში განაცხადებს.

კონკურსის ჩატარების პრეტენდენტები ქალაქები მილანი, ბოლონია, რიმინი და პეზარო იყო.

ცნობისთვის, ევროვიზია 2021-ის გამარჯვებული იტალიის წარმომადგენელი Måneskin სიმღერით Zitti E Buoni გახდა.

მან ჟიურის შეფასებით 206 ქულა ხოლო მაყურებლისგან 318 ქულა მიიღო. მიღებული 524 ქულით მან გადაასწრო საფრანგეთს, რომელსაც ჯამში 499 ქულა ჰქონდა დაგროვებული.