ევროვიზიაზე საქართველოს Circus Mircus წარადგენს

ევროვიზია-2022-ზე, რომელიც იტალიაში გაიმართება,  საქართველოს ჯგუფი Circus Mircus წარადგენს. 

Circus Mircus-ი არის მოძრაობა, რომელიც ათობით სხვადასხვა დარგის პროფესიონალს აერთიანებს. მათი მიზანია აქამდე არნახული აუდიო-ვიზუალური გამოცდილება, მათი ფილოსოფიის ქვაკუთხედი კი მდგომარეობს მუსიკალური ჩარჩოების სრულ უგულებელყოფაში.