ფილმი 'Annette' კანის კინოფესტივალს გახსნის

კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორებმა დაასახელეს ფილმი, რომელიც კანის 74-ე კინოფესტივალს გახსნის. ეს იქნება ლეო კარაქსის დრამა Annette, რომელშიც მთავარ როლებს ადამ დრაივერი და მარიონ კოტიარდი ასრულებენ. ინფორმაციას ამის შესახებ Variety ავრცელებს.

ეს არის ცნობილი ფრანგი რეჟისორის ინგლისურენოვანი დებიუტი. 

ფილმ Annette-ის პრემიერა დაგეგმილია 6 ივლისს.

"ლეო კარაქსის ყველა ფილმი მოვლენაა. და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ფილმი ასევე გაამართლებს მოლოდინს", - განაცხადა კანის კინოფესტივალის პრეზიდენტმა, პიერ ლესკურმა.